გერმანია აშშ-ს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდებას ხელს ვერ შეუშლის – შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას ხელს ვერ შეუშლის. შტაინმაიერმა თქვა, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც გერმანიის სახელით ოსლოში კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის კონვენციას ხელი მოაწერა.

  • “თუმცა, ამჟამინდელ ვითარებაში გერმანია წინ ვერ აღუდგება აშშ-ს.” – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.