გერმანია გაზს კანადისგან იყიდის–შოლცი

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს კანადის თხვადი ბუნებრივი აირი იყიდოს, რათა რუსულ ენერგომატარებლებზე არ იყოს დამოკიდებული.

ამის შესახებ შოლცმა ტორონტოში გერმანულ–კანადურ ბიზნეს კონფერენციაზე განაცხადა.

“გერმანიის მიერ რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმის პროცესში კანადა ჩვენი პარტნიორია. იმედი გვაქვს, რომ კანადის თხევადი ბუნებრივი აირი ამაში მნიშვნელოვან როლის ითამაშებს“– ციტირებს შოლცს სააგენტო როიტერი.

“კანადას აქვს ყველაფერი, რაც რუსეთს აქვს.“– თქვა შოლცმა, და ხაზი გაუსვა, რომ ამავე დროს კანადა დემოკრატიული ქვეყანა და საიმედო პარტნიორია.

კანადამ და გერმანიამ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიისთვის კანადური წყალბადის საწვავის მიწოდების შესახებ:

“მომავალი წყალბადის არის: ჩვენ 2025 წლისთვის კანადასთან საერთო ბაზარს შევქმნით. მიხარია, რომ დღევანდელი შეთანხმება გავაფორმეთ. საქმე ეხება მიწოდების ჯაჭვის აწყობაში ინვესტირებას. მადლობა პრემიერ ჯასტინ ტრუოდს: კანადა ძლიერი პარტნიორი და დიდი მეგობარია“–თქვა შოლცმა.