გერმანია და ნიდერლანდები სლოვაკეთს 3 სარაკეტო სისტემა “პატრიოტს” გადასცემენ, სანაცვლოდ უკრაინა S 300-ებს მიიღებს

გერმანია და ნიდერლანდები სლოვაკეთს 3 სარაკეტო სისტემა “პატრიოტს” გადასცემენ. სანაცვლოდ კი, უკრაინას სლოვაკეთი შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, S 300-ებს გადასცემს.

S 300-ის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მარტს აშშ-ს სთხოვა.