გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამშბათს, მადრიდში NATO-ს სამიტზე გააკეთეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ქვეყანა უკრაინას 3-3 ჰაუბიცას მიაწვდის.
“თვითმავალი ჰაუბიცა 2000 ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო იარაღია მსოფლიოში” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.