გერმანია ზამთარში უკრაინას დამატებით Patriot-ის სისტემას გადასცემს – ამის შესახებ, უკრაინაში გერმანიის ელჩმა, მარტინ იეგერმა განაცხადა.
“ზამთარში სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამისთვის მომზადებულიყო, ჩვენ კი ამ პროცესში ვეხმარებით.
მე ადრე უკვე ვისაუბრე უკრაინისადმი მხარდაჭერაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. IRIS-T სისტემების გარდა, ზამთარში უკრაინას კიდევ ერთი Patriot-ის სისტემა გადაეცემა”, – ამბობს გერმანიის ელჩი უკრაინაში.