გერმანია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ რუსეთში

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ რუსეთში. გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია, რომ რუსეთში  არსებობს „თვითნებური დაკავების რისკი“ გერმანიის მოქალაქეებისთვის და გერმანია-რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის.

“რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ვაფრთხილებთ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი, კრასნოდარის ოლქი) მოგზაურობის შესახებ.[…] არასანქცირებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მასიურ, ზოგჯერ ძალადობრივ ქმედებებს უსაფრთხოების ძალების მიერ“, -ნათქვამია განცხადებაში.