გერმანია მზად არის მიიღოს რუსი დეზერტირები “გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით“

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფაიზერი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარკვეულ გარემოებებში გერმანია მზად არის რუსეთის არმიის დეზერტირები და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები მიიღოს.

“როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც მკაცრი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ“– თქვე ფაიზერმა გერმანულ გაზეთ  Frankfurter Allgemeine–სთან საუბარში.

“ნებისმიერს, ვინც მამაცურად გამოდის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და ამის გამო დიდი საფრთხე ემუქრება, შეუძლია მიმართოს გერმანიას პოლიტიკური დევნისგან თავშესაფრის მისაღებად“– ამბობს ნენსი ფაიზერი.