გერმანიის მთავრობის სპიკერის ინფორმაციით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს.
სპიკერის თქმით, შოლცმა “ზოგადი მზადყოფნა” ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა.
მანვე აღნიშნა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, მოიცავს თუ არა უსაფრთხოების გარანტორის როლი სამხედრო კომპონენტსაც.