გერმანია რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის მზად არის

გერმანია რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის მზად არის – ამის შესახებ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გერმანია მოემზადა იმისთვის, რომ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს.

“გერმანია მზად არის ახალი სანქციებისთვის, მათ შორის ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის. ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე. დამოკიდებულების შემცირებას დრო სჭირდება, შეცდომა იყო, რომ ამ მიმართულებით დამოკიდებული ვიყავით, თუმცა პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ იმპორტი დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობით. უფრო მეტი დრო დასჭირდება რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და საბოლოოდ ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით რუსეთისგან”, – თქვა კრისტიან ლინდერმა CNN-თან.

დღეს, პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა, გერმანიას რუსული ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმაროს.

“პოლონეთის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, გერმანიის ამბიციურ გეგმას მხარი დაუჭიროს, რომ მათ მოახდინონ დერუსიფიკაცია ქალაქ გდანსკში ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საშუალებით. გვსურს, ევროკავშირმა განსაზღვროს კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეწყვეტენ წევრი ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტს”. –  განაცხადა, , ანა მოსკვამ.