რუსული ძალების მიერ კიევის და უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შემდეგ,გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის.
შესაბამისი ინფორმაცია, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა გაავრცელა. მისი თქმით, გერმანია ოთხიდან ერთ „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.
„განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აღნიშნულია ლამბრეხტის განცხადებაში.