გერმანია უკრაინას 7 თვითმავალ ჰაუბიცს, PzH2000-ს გაუგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი ავრცელებს.
ლამბრეხტის თქმით, უკრაინელი სამხედროები შეიარაღების გამოსაყენებლად გადამზადებას გერმანიაში შემდეგ კვირაში გაივლიან.
თვითმავალ საარტილერიო დანადგარს – PzH2000, სროლის დიაპაზონი 40 კილომეტრამდე აქვს.