გერმანია უკრაინას შვიდ თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

გერმანია უკრაინას 7 თვითმავალ ჰაუბიცს, PzH2000-ს  გაუგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი ავრცელებს.

ლამბრეხტის თქმით, უკრაინელი სამხედროები შეიარაღების გამოსაყენებლად გადამზადებას გერმანიაში შემდეგ კვირაში გაივლიან.

თვითმავალ საარტილერიო დანადგარს – PzH2000, სროლის დიაპაზონი 40 კილომეტრამდე აქვს.