გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დღეს 12 ოქტომბერს, რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევის შესახებ. დახმარების ახალ პაკეტში შედი დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებ-ი და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა.
- “რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – წერია გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გვერდზე.