გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის – შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაში სამხედრო თვითმფრინვების გაგზავნას. ამის შესახებ BBC წერს.

ეს განცხადება კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო პოლონეთის შეთავაზება მისი რუსული წარმოების MiG-29-ების გადაცემის შესახებ.

ოლაფ შოლვა თქვა, რომ გერმანიამ უკრაინას “მიაწოდა ყველა სახის თავდაცვითი მასალა”, მათ შორის იარაღი, მაგრამ მანვე აღნიშნა – “რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები არ არის ამის ნაწილი”.