გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების მეთაურის შეცვლა უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებების შესახებ მისი ბოლო სადაო კომენტარების შემდეგ, იუწყება AFP გერმანიის სამხედრო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, გენერალ ებერჰარდ ზორნს ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის თანამდებობაზე გენერალ-მაიორი კარსტენ ბროიერი შეცვლის.
63 წლის ზორნი თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. გასული წლის სექტემბერში მან ეჭვქვეშ დააყენა უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობა, სრული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ძალებს.
ჟურნალ Focus-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ უკრაინა ახორციელებს „კონტრშეტევებს, რომელთა საშუალებით შეიძლება მიაღწიოს შეუძლიათ ცალკეული ადგილები ან ფრონტის ცალკეული მონაკვეთების დაბრუნებას, მაგრამ არ რუსეთის უკანდახევას ფართო ფრონტზე“.
მან ასევე გამოთქვა შიში, რომ რუსეთმა შესაძლოა ომის მეორე ფრონტი გახსნას და შესაძლო მიმართულებებად დაასახელა კალინინგრადი, ბალტიის ზღვა, საზღვარი ფინეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან.
მედიის ცნობით, ზორნი ხუთშაბათიდან ვადამდე ადრე გავა პენსიაზე.
59 წლის ბრეუერი, რომელიც მის პოსტს დაიკავებს, ხელმძღვანელობდა მთავრობის კორონავირუსული პანდემიის რეაგირების ჯგუფს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მაისამდე, იხსენებს AFP.
ბორის პისტორიუსი თავდაცვის სამინისტროს იანვრიდან ხელმძღვანელობს.