გერმანიის შემდეგ, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, იტალიაც მხარს უჭერს. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
კულება აცხადებს, რომ გადაწყვეტილების სისწორეში, იტალიელმა კოლგემ დაარწმუნა.
”ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას” – წერს კულება Twitter-ზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის Swift-დან ჩახსნის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს გერმანიაც. აღნიშნული ინფორმაცია კი უცხოურმა მედიამ, გერმანიის ს ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა.
BREAKING: German Finance minister says Berlin is open to cutting Russia from SWIFT. Previously Germany had opposed such an action.
— Conflict News (@Conflicts) February 25, 2022
რუსეთის Swift-დან გათიშვა, ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებს როგორც მყისიერად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს, რაც აისახება ნავთობისა და გაზის წარმოებისგან მიღებულ სარგებელზეც, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 40%-ს შეადგენს.