გერმანული სპეცსამსახურები კოვიდ–სკეპტიკოსებით დაინტერესდნენ

გერმანიაში პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა მოძრაობა Querdenker–მა გერმანელი სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო. მოძრაობის ზოგიერთ წევრზე ამჟამად გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მეთვალყურეობა ხორციელდება.

სპეცსამსახურებს აშფოთებს მოძრაობა ულტრამემარჯვენე და სხვა სახის ექსტრემისტებით, კერძოდ ნეონაცისტური დაჯგუფებებით, რომლებიც გერმანიის მთავრობას არ აღიარებენ.

სპეცსამსახურები შიშობენ, რომ პროვოკატორებმა შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტები შეტაკებებში გადაზარდონ. შეშფოთების საფუძველი მათი მიტინგების დროს ჟურნალისტებსა და პოლიციებზე თავდასხმები და გერმანიის იმპერიის დროშის გამოყენებაა.

მოძრაობა სხვადასხვა მიმართულების კოვიდ–სკეპტიკოსებს აერთიანებს, ვაქცინების მოწინააღმდეგეებით დაწყებული, შეთქმულების თეორიების მომხრეებით დამთავრებული.

მოძრაობის ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლა გასული წლის აგვისტოში შედგა, რომელზეც 38 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თუმცა, ლოკდაუნის კატეგორიული მოწინააღმდეგეები ქუჩებში გამოსვლებს განაგრძობენ. გასულ კვირას პოლიციამ დაშალა დემონსტრაცია, რომელშიც 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.