ოცნებამ შეუძლებელი გახადა შტურმის ორგანიზატორის დასჯა – მეზვრიშვილი 20 ივნისზე

გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისზე ამბობს, რომ “გულწრფელი პროტესტი ვერ გაამართლებს პარლამენტში შტურმით შეჭრას, პოლიციელებზე თავდასხმას და მათ კორდონიდან გატაცებას”.

მისი თქმით, პოლიციის მოქმედების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კთხვის ნიშნები არ არავის დაუსვამს, გადაცდომებზე კი სულ საუბრობდენ.

მეზვრიშვილის შეფასებით, ქართულ ოცნებამ შეუძლებელია გახადა ” შტურმის ორგანიზატორის დასჯა”.

“აუცილებლად უნდა შევეხო ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც იმ ნაბიჯებით, რაც გადადგა ბოლო თვეების განმავლობაში, პრაქტიკულად, შ ეუძლებელი გახადა, შტურმის ორგანიზატორის დასჯა.

დღეს ეს ხალხი ჩვენ გვაბრალებს ენმ-ს გვერდით დგომას. თურმე უკრაინაში ვყოფილვარ, სააკაშვილს შევხვედრივარ. წავიდნენ, წერილი მიწერონ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს… თავისი ამომრჩეველი, როგორც ჩანს სულელი ჰგონიათ. ასე ეპყრობა ქართული ოცნება თავის ამომრჩეველს. ქართული ოცნება დადგა ნაციონალური მოძრაობის გვერდით”,– აცხადებს მეზვირშვილი TV პირველის ეთერში.