გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი – წულუკიანი

“გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი”- ამის შესახებ, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და  თბილისის მერობის კანდიდატს “პროფესიონალი ხულიგანი” უწოდა.

“ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა”, – თქვა წულუკიანმა.