გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა – სიმონიშვილი

“გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა”-  აცხადებს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, რითიც საქალაქო სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს გამოეხმაურა. 

“ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა. დაუსაბუთებელი ბრალდება და წარმართული პროცესი მხოლოდ იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი კრიტიკულ მედიასთან ანგარიშსწორება”, – წერს ნიკა სიმონიშვილი. 

დღეს, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.