”რაც შეეხება მედიაგარემოს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. როცა წავიკითხე, რომ ერთ-ერთი თქვენი კოლეგა დააპატიმრეს, რომელიც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტია, შოკში ჩავვარდი. კარგია, რომ მიუხედავად ამისა ქართველებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ღია კარი და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მედია თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.”

განაცხადა ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა “ფორმულას” ეთერში.