გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გავაგზავნეთ და არაადეკვატური პასუხი მივიღეთ – კრამონი

“ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გავაგზავნეთ და არაადეკვატური პასუხი მივიღეთ” – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

 

“ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გავაგზავნეთ და უკან არაადეკვატური პასუხი მივიღეთ. პასუხი ეწერა, რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების ჯგუფს ვისაც ამის იურიდიული უფლება აქვს. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე. ამასთან დავუდასტურე რომ არც მისი ოჯახის წევრი, არც მისი ადვოკატი, არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პრემიერმინისტრი ვარ, თუმცა ვთხოვე მისი მონახულების უფლება მოეცათ. მას ამ საკითხის გადაწყვეტა მარტივად შეუძლია. ისინი ცდილობენ, რომ მის მონახულებაში ხელი შემიშალონ, თუმცა დაველოდოთ მეორე და საბოლოო პასუხს. მედიათავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია, რომელსაც ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება. “მთავარი არხის” მფლობელისა და პროდიუსერის საქმე სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. ამას ძალიან ბევრი სამართალმცოდნე ადასტურებს. ნიკა გვარამიასთვის არამართებული პატიმრობის მისჯა გამოიყურება, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ის უნდა გაათავისუფლონ, ჩვენც ამას ვითხოვთ”