“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ, ფლორიდაში კიდევ 5 მოსამართლე არ წავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს. საუბარია სისხლის სამართლის ხუთ მოსამართლეზე:
- ხათუნა ხარჩილავა;
- ნინო ნაჭყებია;
- მაია ქოქიაშვილი;
- გიზო უბილავა;
- რომეო ტყეშელაშვილი.
უცნობია, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა თავად მიიღეს თუ იძულებით მოხდა.
ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან 20 მაისს ამოაგდო.