გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას16 მაისს  დილის 10:00 საათზე გამოაცხადებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.