“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ნიკა გვარამიას შემდეგ, მისი სასამართლო პროცესებიც განახლდა.
“და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა.”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს., ხოლო 2020 წლის 5 მაისს, პრეზიდენტის შეწყალებით, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვა.
მას 5 წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე შეუფარდეს. გამოძიება ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.