გვარამია: გადამღებ ჯგუფს და მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და ზონდერები

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავით–გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ამბობს, რომ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს მთვრალი სასულიერო პირები და ზონდერები დაესხნენ თავს.

“დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და გამგებლის მიერ მობილიზებული ზონდერები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, დააზიანეს აპარატურა და აგინეს უშვერი სიტყვებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო”,– წერს გვარამია.