ნიკა გვარამია მთავარ არხში გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და თავის წილს მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს უფორმებს – ამის შესახებ გვარამიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტნიორთა კრების ოქმი საჯარო რეესტრში 27 თებერვალს შევიდა.
“მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის. რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე”, – დაწერა გვარამიამ ფეისბუქზე.