“მინდა ყურადღება გავამახვილო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ვთქვა, რომ არასდროს არის გვიანი შეცდომების გამოსწორება. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია “მთავარის” ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან საეჭვო ბრალდებებით ჩასვეს ციხეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და გაამართლებს გვარამიას მომავალი კვირის სამშაბათს, რათა გამოსწორდეს ძველი შეცდომები და საქართველოში აღდგება თავისუფალი მედიის ხმა.”
განაცხადა, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ევროპარლამენტში სვენ მიქსერის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის განხილვისას.