გვაქვს ეჭვი, რომ კაპტაგონის ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ ჰყავს გდდ, ეს ბანდფორმირებები და მარბიელი რაზმები. ეს ადამიანები იტაცებენ ხალხს, აწამებენ, 5 ათას ლარიან ჯარიმებს უწერენ. გოგონები ვინ სცემეს, იმათ 3 ათას ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, ხოლო ვინც აქციებზე დადის, იმათ 5 ათასიანს. ესენი არიან ძალმომრეობაზე, გადატეხვაზე, მერე ციხეში ყრიან ამ ადამიანებს, აბსოლუტურად ყოველგვარი კანონის გარეშე. ჩვენ რა დაგვრჩა, ძალით უნდა მოვერიოთ და ეს იცით, როდის მოხდება? 100 ათასივე კაცი, ფიზიკურად რომ დავიცავთ ერთმანეთს. ძალას დაუპირისპირებ ძალას და მაშინ დაამარცხებ “,
ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა “დღის ამბებში“ განაცხადა.