გვაქვს ინფორმაცია, იციან რომ აგებენ თბილისს, იწყებენ ხმამიცემული ადამიანების უბნებზე მიყვანას – ხაზარაძე

პარტია  “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი  თბილისს აგებს და უბნებზე ხმამიხემული ადამიანების უბნებზე მიყვანას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა და მოქალაქეებს არ ყურადღებისკენ მოუწოდა.

“გვაქვს ინფორმაცია, იციან რა აგებენ თბილისს, ახლა იწყებენ კარუსელის დატრიალებას და თავიდან ხმამიცემული ადამიანების უბნებზე მიყვანას, ფხიზლად და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ. მოვუწოდებ ყველას, მსგავსი ფაქტი სასწრაფოდ გამოვავლინოთ და არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება”, – თქვა ხაზარაძემ.