“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს”-ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს, ისეთი პროგრამის გამოყენებით, როგორიცაა Deepfake. ამგვარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს”, – განაცხადა კობახიძემ.