“რეგიონის მიღმა მყოფი ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი პირობები უკარნახონ სამხრეთ კავკასიას. მათი მიზანი არის არა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იქ არსებობს, არამედ ნატოს ინტერესების გატარება და ზეწოლის ბერკეტების გამოყენება. ნახეთ, რა მოხდა საქართველოში: მათ მიიღეს კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანებასთან დაკავშირებით, ასევე კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ევროკავშირმაც წამსვე განაცხადა, რომ საქართველო აღარ განიხილება ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად.
მიზეზი კი ის არის, რომ არ იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. გამოდის, რომ ევროპული ფასეულობები არის ძირგამომთხრელი საქმიანობის ფინანსირება დსა ლგბტ დღის წესრიგის გატარება. გარდა ამისა, დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში არის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ისევ სიტუაციის დაძაბვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ურთიერთობის გაფუჭება ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან. როგორც კი თბილისში მოინდომებენ 3+3 ფორმატში მონაწილეობას, შეუძლიათ მოვიდნენ და დასხდნენ თავიანთ სავარძელში, რომელიც მათთვის მზად არის.
რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენ გვაქვს ეს კონტაქტები თბილისთან, გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან”,
აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი “3+3-ის” ფორმატის სხდომაზე.