გვაქვს სანდო ინფორმაცია საიმისოდ რომ გვჯეროდეს სერიოზულ კორუფციაში მათი ჩართულობა – სახელმწიფო დეპარტამენტი მოსამართლეთა კლანის სანქცირებაზე

გვაქვს სანდო ინფორმაცია საიმისოდ რომ გვჯეროდეს სერიოზულ კორუფციაში მათი ჩართულობა – ასე პასუხობს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილე ვედანტ პატელი, დემნა დევდარიანის შეკითხვას სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება გუშინ გამოცხადებულ სანქციებს, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში მათ ამჟამინდელ და წარსულ როლებში. ამ კორუფციამ საფუძველი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, მან დააზარალა საზოგადოების რწმენა დემოკრატიული ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ადრეც ვთქვით, ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია საიმისოდ რომ გვჯეროდეს სერიოზულ კორუფციაში მათი ჩართულობა.” – ამბობს სპიკერი.