საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. შესაბამისად, კალაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა… ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არაა შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეპიდემიის დროს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს მოსახლეობას“, – აღნიშნა კალაძემ.