“ჩვენი გუნდი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და ევროპისკენ, ეს არის ცალსახა და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. მე მგონია, რომ არავის აქვს უფლება ჩვენ ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას ხომ?! ერთადერთი ჩვენ რასაც ვითხოვთ, ჩვენი თხოვნაა სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის გზა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, უბრალოდ ნუ გვისაყვედურებს ნურავინ, ჩვენ გვაქვს უფლება, ისევე როგორც ყველას, გვქონდეს ემოცია”.
ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “ოცნების” დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ” თუ კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას’’.