“გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს”- ქუჩებში წარწერების გამო აქტივისტებს აჯარიმებენ

ამ წუთებში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მობილიზებულია დროებით სამშენებლო კონსტრუქციაზე დაწერილი ტექსტის: “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს”-ის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”  ავრცელებს.

მათი განცხადებით, დროებით სამშენებლო კონსტრუქციებზე გაკეთებული სწორედ ამ წარწერების გამო, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს აჯარიმებენ.  ამ დროისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ხუთამდე აქტივისტს გამოუწერეს.

სამართალდამცველები აქტივისტებს ეუბნებიან, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ, სტენსილების გაკეთება არც დროებით სამშენებლო კონსტრუქციებზე შეიძლება და შესაბამის, ჯარიმასაც ითვალისწინებს.