„ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი უსამშობლო ადამიანები არიან და ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და ხალხს აკადრებდე იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ? შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც გააკეთონ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. სალომე ზურაბიშვილი არ იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსსო? თუ დაგვავიწყდა? რამეს ხომ არ ვიგონებ, ეს ხომ მისი სიტყვებია?.[…]საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა – შეინარჩუნა მშვიდობა, გაატარა ქვეყნის ინტერესი, დაიცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და, რა თქმა უნდა, ღირსებით, თავაწეული და არა ცალ ფეხზე დგომით, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ გაგრძელებას ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხელის შეშლა იქნება. ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, არსად წასულა, მაგრამ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სწორედ ასე გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.