“ხალხმრავალი შეკრებებში საქართველო უპირობო ლიდერია. არ გვყოფნიდა ქელეხები, ქორწილები, დაბადების დღეები, ახლა ამას დაემატა პოლიტიკური მოტივით დიდი შეკრებები, რომელსაც თან ახლავს მობილობის გაზრდა, იმიტომ რომ ტრანსპორტით გადაადგილდებიან სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან. გვეგონა, რომ არჩევნებთან ერთად ეს დამთავრდებოდა, არ დამთვარდა, პირიქით, მან მიიღო პერმანენტული ხასიათი.
წარმოიდგინეთ, ათეულ ათასიანი შეკრებები იმართება და მთელი ქვეყნიდან გადაადგილდებიან მოქალაქეები, ისინი ხომ გადაადგილდებიან ძირითადად ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსებით. სამარშრუტო ტაქსი ყველაზე “კარგი” ადგილია ინფექციის გასავრცელებლად – ჩაკეტილი შიდა სივრცე, ახლო კონტაქტი ერთმანეთთან. ბევრს შევეკითხე, დამიჯერეთ, იმ სამარშრუტო ტაქსებში ნახევარზე მეტს არ უკეთია ნიღაბი. პირდაპირი გზა არის შემთხვევების ზრდისკენ”
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.