“გვეუბნებოდა, მომკალვენო” – 58 წლის კაცის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ქუთაისში, ალადაშვილის კლინიკაში 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახი კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.

მისი შვილის თქმით, მამამისი კლინიკიდან ურეკავდა და წაყვანას სთხოვდა.

“გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ მომკლავენ და წამიყვანეთ, არ მაქცევენ ყურადღებასო. წყალი, საბანი არ მომაწოდებსო. 17 დეკემბერს დამირეკა უცხო ნომრიდან და მითხრა, რომ მე და მხოლოდ ერთი კაცი ვართ აქ, ვინც გონზე ვართო, წამიყვანეთ, ნუ მომკლავთ აქო. 22 დეკემბერს დამირეკა იგივე ნომრიდან და იგივე სიტყვები მითხრა”,– ყვება ტვ პირველთან საუბრისას გარდაცვლილის შვილი.

58 წლის კაცის მეუღლე მომხდარში ექთანს ადანაშაულებს და ამბობს, რომ კაცი მას შემოაკვდა.

“ჩემს გოგოს უთხრეს, წერილს წერს და დაელოდეო. გამოვიდა ვიღაც ექთანი და ეკითხება, რას ელოდები? ველოდები მამაჩემის წერილსო, უპასუხა. მამაშენის წერილი გადავაგდეო. ბავშვი შეიყვანა რეანიმაციის კარში და იქიდან ხელებით ელაპარაკნენ ერთმანეთს, როცა ტირილი აუვარდა, სტაცა ექთანმა ხელი და ეუბნება, რომ ეს იქნება უკანასკნელი, როცა შენ მამაშენს ნახავ, მე შენ მაგას აღარ განახებო.

წამოვიდა დინამიკაში, კვირას რომ გაუკეთა დიდი დოზა, რომ დაესვა აპარატზე, უკითხავად დასვა და შემოაკვდა კაცი”,– ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.