“მე ვფიქრობ, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციები. დიახ, მე ვთვლი, რომ ეს გამოწვევებით სავსე სტანდარტებია, მაგრამ ყველა მათგანი მიღწევადია, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მათი შესრულება საჭიროა.
მთავრობაში მყოფ ხალხს არ უნდა ეშინოდეს დებატების, პროტესტისა და ჟურნალისტების. პირიქით, მათ უნდა უნდოდეთ აქ მოსვლა, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა და განმარეტება იმისა, თუ რას და რატომ აკეთებენ.
აბსოლუტური ნონსენსია, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ამიტომ, ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ ისმის, ნონსენსია. ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს, რადგან საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს”
განაცხადა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა.