“განახლებული ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ უკვე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია, ამის თაობაზეც მოგახსენებთ ძალიან მალე. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია და რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას,”

აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.