“გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და სადაც იქნება გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების და ამოცანების შესრულების ვადები. საზოგადოებისთვის მეტი დეტალი ცნობილი გახდება მოგვიანებით. უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც, გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი. ჩვენ გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”

განაცხადა ირაკლი კობახიძემ.