კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 11:24

გვინდა, ქართველი პოლიტიკოსები ევროპარლამენტში ვიხილოთ, ხელისუფლება კი საპირისპიროს აკეთებს – კრამონი

“ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველომ გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, თუ შიდაპოლიტიკურ პროცესებს დავაკვირდებით, მართლაც ტრაგიკულია იმის დანახვა, როგორ გაუარესდა ის და რამდენად რთულია აქ მუშაობა და პოლიტიკური ჩართულობა.

ჩვენ თქვენი მხარდამჭერები ვართ. გვინდა ეს მოქალაქეები, ეს პროგრესული ძალები ევროპარლამენტში ვიხილოთ, რისთვისაც ვმუშაობთ, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს.

ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გაითვალისწინებენ ხალხის ნებას და მზად იქნებიან, შეასრულონ რეკომენდაციები. მაგრამ ამ დროისთვის ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებულად მოახერხებენ ამას”

– ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “პუბლიკასთან” ინტერვიუში.