გვირაბები იმისთვის ავაშენეთ რომ არ მოგვკლან, მოსახლეობის დაცვა გაეროს პასუხისმგებლობაა – “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი

ჰამასის ერთ–ერთმა ლიდერმა, აბუ მარზუკმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰამასის ბოევიკების საზრუნავი არ არის.
წამყვანმა მას კითხა, რატომ არ ააშენეს ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები მშვიდობიანი მოსახელობისთვის, როცა ჰამასმა თავისთვის 500 კილომეტრიანი გვირაბები აიშენა., რაზეც აბუ მარზუკმა უპასუხა:

”ჩვენ გვირაბები იმიტომ ავაშენეთ, რომ სხვა გზა არ გვქონდა თავის დასაცავად, რომ სამიზნე არ გავხდეთ და არ მოგვკლან. ეს გვირაბები ჩვენ თვითმფრინავებისგან გვიცავს, ჩვენ გვირაბების შიგნიდან ვიბრძვით. ყველამ იცის, რომ ღაზას მოსახლეობის 75% ლტოლვილია, და მათი დაცვა გაეროს პასუხისმგებლობაა. ჟენევის კონვენციის მიხედვით გაეროს პასუხისმგებლობაა მათ ყველა სერვისი მოაწოდოს, რადგან ისინი ოკუპაციის ქვეშ არიან”.