მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთხელ შეცდომა იქნეა დაშვებული. ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე.
[…] ეს არის წინაპირობა იმისა, რომ თბილისშიც მივიღოთ მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად მოყვება ომის პროვოცირება. რადგან რეალობა ამდაგვარია, ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებული, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები.