საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში წარმატებული სვლით. ქვეყნის შიგნით დღემდე მიმდინარე უამრავი წინააღმდეგობის და მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ეჩვენებინა პროგრესი, რომელიც სათანადოდ შეაფასა ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენს ხელისუფლებას მეოთხედ გამოუცხადა ნდობა.
ახლა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ჩვენს რეგიონშიც. უფრო მეტად გვმართებს გონივრული და პრაგმატული მოქმედება, პოლიტიკური გამჭრიახობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს.