გვსურს ევროკავშირის ოჯახის წევრად დაგინახოთ, პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, გაუმარჯოს საქართველოს! – კუბილიუსი

“ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ქართველები და ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრად უნდა დავინახოთ.” – ამ სიტყვებით მიმართა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს.

”კუბილიუსი: პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, გაუმარჯოს საქართველოს! ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვლოცულობთ უკრაინისათვის. ისინი გაიმარჯვებენ. უკრაინა ერთ-ერთი ძლიერი ევროპული სახელმწიფოა. მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ჯარი ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ევროპამ უნდა სთხოვოს უკრაინას, რომ შეუერთდეს NATO-ს იმიტომ, რომ NATO ამით კიდევ უფრო გაძლიერდება. პუტინისა და რუსეთის ქმედებები ანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას.  ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ქართველები და ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრად უნდა დავინახოთ. დავიცვათ თქვენი არჩევანი, დავიცვათ ევროკავშირი და დავიცვათ უკრაინა. ჩვენ გავიმარჯვებთ, პუტინი ამ ბრძოლას წააგებს. გაუმარჯოს საქართველოს!”- განაცხადა კუბილიუსმა.