“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავდა ამ ბუფერული ზონის შექმნას. პუტინმა და მისმა გარემოცვამ ღიად განაცხადეს კიდეც, რომ მათ სურთ შექმნან ბუფერული ზონა ჩვენი საზღვრის გასწვრივ ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში. ჩვენ მივხვდით, რომ ისინი არ გაჩერდებიან და რომ საჭირო იყო შესაბამისი ოპერაციის ჩატარება. ისე, რომ ბუფერული ზონა მათ მიერ კი არა, ჩვენ მიერ არის შექმნილი.”

განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  NBC News-თან ინტერვიუში.