“გვქონდა მონაცემები, რომ ქსელში მეტი დოზა იყო “- ასე ეხმაურება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ასატრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეფერხებას.
”ლოჯისტიკურ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემას ვიკვლევთ და დავაზუსტებთ, მაგრამ ერთი ჩანს, რომ ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ ქსელში მეტი დოზა იყო და სინამდვილეში ეს…დოზები არ დაკარგულა. მიმდინარეობს კვლევა, ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა და ამის მოკვლევა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა თუ დადგა, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.”- განაცხადა გამყრელიძემ.