ქალბატონ ელჩთან დიდი პატივისცემით და ეს ჩვენი მთავრობის მეთაურმაც ბევრჯერ აღნიშნა – ჩვენც ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს რუსულს უწოდებენ. და აქედან გამომდინარე, მოურიდებლად, საქართველოს რუსეთის სატელიტობის იარლიყს კიდებენ. ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ჩვენს გულისწყვეტას ამ მხრივაც გაიგებენ.
ეს არის ის გლობალური დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება – ჩვენ ეს არ გვინდა. არ გვსურს, რომ ელემენტარულ გამჭვირვალობაზე ყველაზე უფრო ლიბერალური კანონი მთელი საქართველოს დემონიზაციისთვის გამოიყენებოდეს.